Sunday, October 7, 2018

ტრენინგის მეცხრე დღე


9 დღიანი ტრენინგის შეჯამება
      დასრულდა ინტელის პროექტებით სწავლება ,რომელიც მეტად დატვირთული და საინტერესო იყო .ის დამეხმარა სასაწავლო პროცესი იყოს საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული, შემეცნებითი. ასევე მარტივად  და  მიზნობრივათ გავწერო პროექტის საფეხურები.
     პროექტებით სწავლება ხელს უწყობს მოსწავლის შემოქმედებითი წარმოსახვისა და ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენების უნარის განვითარებას, სხვადასხვა პედაგოგებთან ურთიერთთანამშრომლობის, აზრთა გამოცდილების გაზიარებას. პროექტებით სწავლებით მოსწავლეები შეიძენენ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, განივითარებენ აზროვნების მაღალ დონეებს.  
          ტრენინგის დროს:
     შევქმენი პორტფოლიოს საქაღალდეები,რომელიც ხელს შემიწყობს სხვადასხვა დოკუმენტები და მასალები დავალაგო გარკვეული სტრუქტურის მიხედვით.
   განვსაზღვრე პროექტის თემა, მიზანი, გავაკეთე ბროშურები მოკლე მიმოხილვით.
    გავეცანი პორტფოლიოს ჩეკლისტებს, რაც საშუალებას მომცემს სწორი მიმართულებით წარმემართა პროექტი.
     შევქმენი რესურსები, რომელიც დამჭირდება პროექტის დროს, შევადგინე შეფასების რუბრიკები, კრიტერიუმები და ფორმები.
     პაუერ ფოინტში-ში ავაწყვე საპრეზენტაციო პროგრამა.
     შევქმენი და ავტვირთე პროექტის საქაღალდეები.
      ვისწავლე, თუ როგორ უნდა დავიცვა საავტორო უფლებები.
      შევქმენი ბლოგი და ავტვირთე პროექტის საქაღალდეები.


  ტრენინგი ძალიან საინტერესო და ბევრის მომცემი იყო. შეძლებისდაგვარად შევქმენი პროექტი, მაგრამ სამომავლოდ მჭირდება უფრო მეტი ჩაღრმავება.
     დღეს გავიარეთ მერვე მოდული, ვნახეთ ჯგუფის მონაწილეების მიერ შექმნილი პორტფოლიოს დასრულებული ვერსიები. მოუსმინეთ ერთმანეთს, გავაკეთეთ უკუკავშირები, ვისწავლეთ მისი ატვირთვა ბლოგზე  და შევაჯამეთ ტრენინგი.
         უღრმესი მადლობა  ჩვენს არაჩვეულებრივ ტრენერს დიანა მიქაძეს, რომელშიც იგრძნობოდა მაღალი პროფესიონალიზმი, სიყვარული თავისი საქმისადმი და პროექტის ავტორს მოწოდებული მასალის შექმნისთვის.

1 comment:

  1. თამუნა უდიდესი შრომა გაქვს ჩადებული პროექტში,იმედია წარმატებით განახორციელებ სხვა პროექტებსაც,გისურვებ შემდგომ წარმატებებს.

    ReplyDelete