Sunday, October 7, 2018

ტრენინგის მეხუთე დღე

      ტრენინგის მე-5 დღეს ვისწავლეთ პროექტის შეფასება ,რომელიც გამოიყენება  სწავლა-სწავლების გასაუმჯობესებლად სულ 5 სტრატეგიაა. თითოეული სტრატეგია მოიცავსმეთოდებს, მიზნებსა და ინსრტუმენტებს,რომელიც მოსწავლეებში სწავლისა და თანამშრომლობის უნარების წასახალისებლად გამოიყენება.არ არის აუცილებელი,რომკატეგორიიდან ყველა მეთოდი გამოვიყენოთ,მაგრამ შეფასების გეგმა ხუტივე კატეგორიას უნდა მოიცავდეს.
       1.მოსწავლეთა წინარე ცოდნისა და საჭიროების შეფასების სტრადეგიები. ეს გამოიყენებაახალი მასალის,თემის ახსნამდე,რომ განვსაზღვროთმოსწავლის ცოდნა,უნარი, გამოცდილება.
       2. წახალისების თვითრეგულირებადი სწავლისა და თანამშრომლობის უნარის შესაფასებელი სტრატეგია.
       3.პროგრამის მონიტორინგის სტრატეგია, რომელიც გულისხმობს როგორ დავეხმაროთ მოსწავლეს პროექტის შესრულებაში,მივცეტ მითითებებიდა ა.შ.
       4. სტრატეგიები გეგმის შემოწმებისა და მეტაშემეცნების წახალისებისთვის.( დავსვათ კიტხვები და დროულად დავეხმაროთ,რომ მათ გაიაზრონ თუ რას და როგორ სწავლობენ...)
       5. გაგებისა და უნარების დემონსრტირების სტრატეგიები. აქ ორი ტიპის სტრატეგიაა. ეს მეთოდი ეხმარება მოსწავლეებსა და მასწავლებლებს პროექტზე კონცენტრირებაში და მეტი ინფორმაციის მიღებაში.
   ვისწავლეთ ასევე ვორდში კომენტარების გაკეთება, უკუკავშირების გაკეთების მეთოდები და ფორმები.

No comments:

Post a Comment