Sunday, October 7, 2018

ტრენინგის მეცხრე დღე


9 დღიანი ტრენინგის შეჯამება
      დასრულდა ინტელის პროექტებით სწავლება ,რომელიც მეტად დატვირთული და საინტერესო იყო .ის დამეხმარა სასაწავლო პროცესი იყოს საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული, შემეცნებითი. ასევე მარტივად  და  მიზნობრივათ გავწერო პროექტის საფეხურები.
     პროექტებით სწავლება ხელს უწყობს მოსწავლის შემოქმედებითი წარმოსახვისა და ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენების უნარის განვითარებას, სხვადასხვა პედაგოგებთან ურთიერთთანამშრომლობის, აზრთა გამოცდილების გაზიარებას. პროექტებით სწავლებით მოსწავლეები შეიძენენ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, განივითარებენ აზროვნების მაღალ დონეებს.  
          ტრენინგის დროს:
     შევქმენი პორტფოლიოს საქაღალდეები,რომელიც ხელს შემიწყობს სხვადასხვა დოკუმენტები და მასალები დავალაგო გარკვეული სტრუქტურის მიხედვით.
   განვსაზღვრე პროექტის თემა, მიზანი, გავაკეთე ბროშურები მოკლე მიმოხილვით.
    გავეცანი პორტფოლიოს ჩეკლისტებს, რაც საშუალებას მომცემს სწორი მიმართულებით წარმემართა პროექტი.
     შევქმენი რესურსები, რომელიც დამჭირდება პროექტის დროს, შევადგინე შეფასების რუბრიკები, კრიტერიუმები და ფორმები.
     პაუერ ფოინტში-ში ავაწყვე საპრეზენტაციო პროგრამა.
     შევქმენი და ავტვირთე პროექტის საქაღალდეები.
      ვისწავლე, თუ როგორ უნდა დავიცვა საავტორო უფლებები.
      შევქმენი ბლოგი და ავტვირთე პროექტის საქაღალდეები.


  ტრენინგი ძალიან საინტერესო და ბევრის მომცემი იყო. შეძლებისდაგვარად შევქმენი პროექტი, მაგრამ სამომავლოდ მჭირდება უფრო მეტი ჩაღრმავება.
     დღეს გავიარეთ მერვე მოდული, ვნახეთ ჯგუფის მონაწილეების მიერ შექმნილი პორტფოლიოს დასრულებული ვერსიები. მოუსმინეთ ერთმანეთს, გავაკეთეთ უკუკავშირები, ვისწავლეთ მისი ატვირთვა ბლოგზე  და შევაჯამეთ ტრენინგი.
         უღრმესი მადლობა  ჩვენს არაჩვეულებრივ ტრენერს დიანა მიქაძეს, რომელშიც იგრძნობოდა მაღალი პროფესიონალიზმი, სიყვარული თავისი საქმისადმი და პროექტის ავტორს მოწოდებული მასალის შექმნისთვის.

ტრენინგის მერვე დღე

ტრენინგის მერვე დღეს ვისწავლეთ პრეზენტაციის კრიტერიუმის ჩამონათვალი, შევქმენით ფასილიტაციის საქარალდე.
   დავათვალიერეთ კოლეგების მიერ შექმნილი მოსწავლის ნიმუშები, პროექტები და გაუკეთედ ერთმანეთს კომენტარები. კორექტივები შევიტანეთ ჩვენს ნაშრომებში.

ტრენინგის მეშვიდე დღე







ტრენინგის დღევანდელი დღე სააწავლო თვალსაზრისით ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა.
ვნახეთ ერთმანეთის ნამუშევრები,გავაკეთედ უკუკავშირი ჩვენს მიერ შექმნილი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებზე, ნაშრომის შეფასებებზე. ვისაუბრეთ მოსწავლეთა ჩართულობაზე შეფასწების პროცესში, გავეცანით შეფასების გეგმას. დავათვალიერეთ მოსწავლის შეფასების სხვადასხვა ფოემები ჩეკლისტები მოვარგეთ ჩვენს პროექტს.
    ვისაუბრეთ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებზე, მათ ჩართულობაზე პროექტზე. ვნახეთ მათთვის შექმნილი სპეციალური შეფასების ფორმები. ვისაუბრეთ,როგორ შეუწყოთ ხელი მოსწავლის თვითრეგულირებულ სწავლას.

ტრენინგის მეექვსე დღე

    ტრენინგის დღევანდელი დღე მეტად შრომატევადი და საინტერესო არმოჩნდა. გავიმეორეთ შეფასების სტანდარტები, შევიტანეთ პატარ-პატარა ჩასწორებები ჩვენს  მიერ შექმნილ პროექტის გეგმაში.
     ვისაუბრეთ ორლაინ კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებაზე,თანამშრომლობითი რესურსების გამოყენებაზე,მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნაზე, დავგეგმეთ ჩვენი სავარაუდო ნაშრომები.
  მოვისმინეთ საავტორო უფლებების წყაროს ციტირებაზე, ვისაუბრეთ ინტერნეტ რესურსების მოძიებაზე, მულტიმედიური რესურსების ძიება,გადმოწერა და შენახვაზე.
   ვისაუბრეთ ორლაინ კპმუნიკაციის საშუალებების გამოყენებაზე.


ტრენინგის მეხუთე დღე

      ტრენინგის მე-5 დღეს ვისწავლეთ პროექტის შეფასება ,რომელიც გამოიყენება  სწავლა-სწავლების გასაუმჯობესებლად სულ 5 სტრატეგიაა. თითოეული სტრატეგია მოიცავსმეთოდებს, მიზნებსა და ინსრტუმენტებს,რომელიც მოსწავლეებში სწავლისა და თანამშრომლობის უნარების წასახალისებლად გამოიყენება.არ არის აუცილებელი,რომკატეგორიიდან ყველა მეთოდი გამოვიყენოთ,მაგრამ შეფასების გეგმა ხუტივე კატეგორიას უნდა მოიცავდეს.
       1.მოსწავლეთა წინარე ცოდნისა და საჭიროების შეფასების სტრადეგიები. ეს გამოიყენებაახალი მასალის,თემის ახსნამდე,რომ განვსაზღვროთმოსწავლის ცოდნა,უნარი, გამოცდილება.
       2. წახალისების თვითრეგულირებადი სწავლისა და თანამშრომლობის უნარის შესაფასებელი სტრატეგია.
       3.პროგრამის მონიტორინგის სტრატეგია, რომელიც გულისხმობს როგორ დავეხმაროთ მოსწავლეს პროექტის შესრულებაში,მივცეტ მითითებებიდა ა.შ.
       4. სტრატეგიები გეგმის შემოწმებისა და მეტაშემეცნების წახალისებისთვის.( დავსვათ კიტხვები და დროულად დავეხმაროთ,რომ მათ გაიაზრონ თუ რას და როგორ სწავლობენ...)
       5. გაგებისა და უნარების დემონსრტირების სტრატეგიები. აქ ორი ტიპის სტრატეგიაა. ეს მეთოდი ეხმარება მოსწავლეებსა და მასწავლებლებს პროექტზე კონცენტრირებაში და მეტი ინფორმაციის მიღებაში.
   ვისწავლეთ ასევე ვორდში კომენტარების გაკეთება, უკუკავშირების გაკეთების მეთოდები და ფორმები.

ტრენინგის მეოთხე დღე






ტრენინგის მეოთხე დღე ძალიან საინტერესო და შემეცნებითი იყო. განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები, ვისწავლეთ ფაილის გაზიარება,ვირტუალური გუგლ დრაივის გამოყენება,ფაილების გაზიარება, ბლოგებზე სურათების ატვირთვა, კომენტარების გაკეთება. ვიხალისეთ,გაუზიარეთ ერთმანეთს კომენტარები.